Logo Logo
  • მთავარი
  • რესტორნის შესახებ
    • ჩვენ შესახებ
    • ბრენდ შეფი
  • ატმოსფერო
    • 1 სართული
    • ანტრესოლი
    • 2 სართული
    • ტერასა
  • მენიუ
  • მომსახურება
    • საბავშვო ოთახი
    • ღვინის დეგუსტაცია
    • მასტერკლასები
    • დეკორაცია
  • სიახლეები
  • ღვინის მაღაზია
  • რეზერვაცია
  • კონტაქტი
    • English
    • Русский
    • ქართული

ჩვენ შესახებ

რეტორანი ასკანელი ტერასა

რესტორანი ,,ასკანელი ტერასა’’ 2016 წლიდან ფუნქციონირებს და განთავსებულია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, ,,ჰილტონის“ შენობაში. ბათუმელების, ქალაქის სტუმრებისა და გურმანების აზრს თუ დავუჯერებთ, რესტორანი ,,ასკანელი ტერასა“ უკვე იქცა ქალაქის ღირსშესანიშნაობად და განსაკუთრებული სიტყვა თქვა ქალაქის სარესტორატორო ცხოვრებაში.

სხვანაირად არც შეიძლებოდა, რადგან რესტორნის მდებარეობაც კი - ერთის მხრივ ბულვარი და მეორეს მხრივ ზღვა და ბათუმის სიმბოლოდ ქცეული „რვაფეხა“- განაპირობებდა რაღაც განსაკუთრებულის შექმნას, დასამახსოვრებელი ინტერიერით, თვითმყოფადი ესთეტიკით და ქართულ-ევროპული კერძების სინთეზით.

რესტორანი „ასკანელი ტერასა“, მისი თითოეული თანამშრომლით - იდეის ავტორითა და შეფ-მზარეული შალვა პაპაშვილით, ვირტუოზი მზარეულებით, ყურადღებიანი მიმტანებით, პროფესიონალი ბარმენებით, გამორჩეული მუსიკოსებითა და ერთგული ტექ. პერსონალით - უძველეს ეროვნულ ფასეულობას, სტუმართმოყვარეობის იდეას ემსახურება.

რესტორანში იმართება კულინარიული მასტერკლასები, ღვინის დეგუსტაცია, სემინარები, საკონცერტო საღამოები და ქართული ცეკვები მიმტანების შესრულებითაც კი.

სტუმრებს შეუძლიათ მცირეწლოვანი ბავშვები რესტორნის საბავშვო ოთახში დატოვონ, რომელთა გართობაზეც ჩვენი ძიძა იზრუნებს.

ალკოჰოლიანი სასმელების ფართო არჩევანით წარმოდგენილია კომპანია ,,ასკანელის“ ღვინოები, რომელთა შეძენა სტუმრებს რესტორანთან არსებულ ღვინის საფირმო მაღაზიაშიც შეუძლიათ.

,,ასკანელი’’ საერთაშორისო დონის ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, რომლის ანგარიშზეც საერთაშორისო პრესტიჟულ კონკურსებსა და გამოფენებზე მოპოვებული უამრავი ჯილდო და მედალი ირიცხება.

რესტორნის დამფუძნებლები არიან: ღვინის კომპანია ,,ასკანელის“ მფლობელი, გოჩა ჩხაიძე და შპს ,,ტურინვესტ ჯგუფი’’.

გვესტუმრეთ

მისამართი: რუსთაველის ქ. #40,
ბათუმი (6000), საქართველო

რეზერვაცია: +995 557 07 55 55

ელ-ფოსტა: ter.askaneli@gmail.com

სამუშაო საათები

რესტორანი: 11:00 - 00:00 (ყოველდღე)

სამზარეულო: 11:00 - 23:00 (ყოველდღე)

ცოცხალი მუსიკა: 21:00 - 23:00 (ყოველდღე)

ღვინის მაღაზია: 11:00 - 23:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ღვინის მაღაზია: 12:00 - 22:00 (შაბათ-კვირა)