
უმაღლესი ხარისხი და წარმოებული პროდუქციის სრული შესაბამისობა არსებულ სტანდარტებთან - ეს „ასკანელი“ ნიშაა.
„ტერასა-ასკანელის“ ღვინის კლუბში შეგიძლიათ დააგემოვნოთ და შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო, ჭაჭა და კონიაკი, რომელიც 15-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდება, მათ შორისაა ევროპისა და აზიის ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა.
ასკანელების კომპანია ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია საქართველოში, რომელსაც ბრენდის და ჭაჭის სახდელი აპარატურა გააჩნია.
ტრადიციული ბრენდი - ასკანელი, არაგველი, გიდელი, ორველი, არტვაინი განსაკუთრებით პოპულარულია.
კომპანია მალე პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს.
ალკოჰოლური სასმელების კომპანია „ასკანელი“ პოლონეთში გამართული ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატების მსოფლიო სამიტის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. ასევე კომპანია არაერთი სადეგუსტაციო კონკურსის გამარჯვებულია.
დააგემოვნეთ ახალი ტექნოლოგიებითა და ძველი მეთოდების შერწყმით დამზადებული ღვინო და აღმოაჩინეთ კომპანიის მემკვიდრეობა.