პატარა მზარეულები თითქმის ყველა სახლში გვხვდებიან. ისინი განსაკუთრებული ფანტაზიის უნარით გამოირჩევიან და შესაბამისად, მათ მიერ ცომის მასის თუ სხვადასხვა ინგრედიენტისგან მომზადებული „კულინარიული შედევრებიც“ განსაკუთრებულია. თუმცა დიდი სახლის პატარა მზარეულებს დიდები პროფესიონალებად არ აღიარებენ, უფროსებს ხშირად მათთვის არ სცალით და პატარების მომზადებულ კერძებსა და დესერტებსაც ეჭვის თვალით უყურებენ. „რესტორანი-ტერასა ასკანელი“ პატარა გულმოდგინე მზარეულებს და მათ მზრუნველ მშობლებს გემრიელ სიახლეს - მასტერკლასს სთავაზობს: 6-დან 10 წლამდე ბავშვები ჩვენთან ისწავლიან ქართული კერძების მომზადებას, დაეუფლებიან საიდუმლო რეცეპტებსაც კი და გაიზიარებენ პროფესიონალურ რჩევებს ჩვენი შეფ მზარეულისგან.
